გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირს ყველას მიმართ ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და დღესაც უნდა, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

17-11-2022

ევროკავშირს ყველას მიმართ ჰქონდა ასეთი რეკომენდაციები, კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და დღესაც უნდა გულით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციიდან ვინც განცხადებებს აკეთებს ამ თემაზე, სამს ან ოთხსაც არ ექნება წაკითხული რეალურად ეს ანგარიში. სხვანაირად არც იქნებოდა ეს მესიჯები, რაც მათ ჰქონდათ.

 

„სინამდვილეში ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა არის საქართველოს მხარდამჭერი, ბევრ პოზიტივს შეიცავს და პირდაპირ შეიცავს საქართველოს მხარდამჭერ გზავნილებს. სპეციალურად მოხდა აღრევა, სპეციალურად გადაზილეს ეს ინფორმაცია ერთმანეთში, გაიხსენეთ, ევროპარლამენტარებს ეძახდნენ ევროკავშირს, რეზოლუციას ეძახდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი გააკეთეს სპეციალურად, საზოგადოების დასაბნევად, აქცენტი გააკეთეს იმ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე, რაც ყველა ქვეყნის მიმართ არის გაკეთებული და არა მხოლოდ ჩვენთან, ნახეთ უკრაინის მიმართ, მოლდოვის მიმართ გაკეთებული რეკომენდაციები და ნახეთ, სხვა ქვეყნებიც ამოიღეთ, ვინც დღეს კანდიდატები არიან და მოლაპარაკებებიც აქვთ გახსნილი.

 

ყველას ჰქონდა ასეთი რეკომენდაციები, ყველას მიმართ ჰქონდათ კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები ევროკავშირს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და დღესაც უნდა გულით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.