გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

GITA–ს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში Web3 Startups Night გაიმართება

17-11-2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და მეტავერს ღონისძიებების სააგენტოს, ARRIVAL-ის ორგანიზებით, 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა სტუმრებს ფიზიკურ ლოკაციასთან ერთად Spatial-ის მეტავერსში უმასპინძლებს.


ღონისძიება სახელად Web3 Startups Night  რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელსაც ARRIVAL-ის გუნდი ჰიბრიდული მოდელით ჩაატარებს. Web3 კონფერენციის ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს ვირტუალური და რეალური სამყაროების სინთეზს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ იმავე ივენთს, რომელიც ფიზიკურ ლოკაციაზე ტარდება.


საღამოს გახსნიან Web3 სივრცეში მოღვაწე წარმატებული სტარტაპერები, როგორებიც არიან ზურა შარაშენიძე, Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი, გივი გამყრელიძე, კომპანია ფარაოს დამფუძნებელი და დირექტორი და ლუკა ბახსოლიანი NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი.


ისინი გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ამ სფეროში და ისაუბრებენ სირთულეებზე, რომლებიც Web3-ში ბიზნესის დაწყებასთან ერთად იჩენს თავს. ასევე განიხილავენ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაშია და სტუმრებს ექნებათ პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობა.


სპიკერების გამოსვლის დასრულების შემდეგ, სტუმრების თვალწინ გაიმართება Audio Reactive Immersive შოუ, რომელიც მნახველს საოცარ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს.


ღონისძიებაზე მეტავერსში უფასოდ დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია - bit.ly/3G3pwQM

რეალურ სივრცეში დასასწრები ბილეთების შეძენა, შესაძლებელია tkt.ge-ზე - tkt.ge


Web3 Startups Night ღონისძიების ორგანიზატორია Arrival - მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს, ორგანიზაციებს ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები 3D ვირტუალურ სივრცეში, დეცენტრალენდში და შექმნან საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო გამოცდილებები დამსწრეებისთვის.


ღონისძიების პარტნიორები არიან:  MetaViuNoxttonBinance