გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო

17-11-2022

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 126 %-ით გადააჭარბა. შედეგად, 2022 წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 %-იან აღდგენას ნიშნავს.


ეს არის იმ წარმატებული მარკეტინგული საქმიანობის შედეგი, რომელსაც ჩვენ სამიზნე ქვეყნებთან ვაწარმოებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.


მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი ქვეყნების წვლილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებასა და შემოსავლების აღდგენის დინამიკაში, როგორიცაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ყურის ქვეყნები, ისრაელი და სხვა.