გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხარაგაულის რამდენიმე სოფელში მგლებმა პირუტყვი დაგლიჯეს

2-07-2018

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხემაღალსა და ბაზალეთში მგლებმა პირუტყვი დაგლიჯეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალში მცხოვრებმა ოთარ კვინიკაძემ განუცხადა, მგელმა დეკეული დაუგლიჯა. შემთხვევა გუშინ, დღის საათებში მოხდა. 
ბაზალეთში მცხოვრებმა ხვიჩა ჭიპაშვილმა მეწველი ძროხა მოსახლეობიდან 15 მეტრის მოშორებით მგლისგან შეჭმული ნახა.
„იქვე ორი მგლის კვალი იყო. მგელი ძალიან შემოგვეჩვია. თუ რამე არ ვიღონეთ, უფრო ცუდ დღეში ჩავვარდებით. გვეშინია, მგელი რომ მოვკლათ, დაგვაჯარიმებენ“, - განაცხადა ხვიჩა ჭიპაშვილმა. 
სოფლის მოსახლეობა დახმარებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს. ისინი მგლის მოკვლის ოფიციალურ ნებართვას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"