17-11-2022
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.
სენატორმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება მაშინ ამერიკა ქვეყანასთან ურთიერთობის სტრატეგიას გადახედავს.
„აღნიშნეს აშშ-ში „დემოკრატიული“ წინსვლა, არჩევნებში მიცვალებულების გამარჯვებით. ჩვენ ამ გზაზე უკუსვლა დაგვიწუნეს. ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, გვიწუნებდნენ საქართველოს სოციალიზმიდან უკუსვლას. სანამ გზა საბოლოოდ არ აერიათ, ღმერთო შენ უშველე ამერიკას!“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.