17-11-2022
„განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ ახორციელებს სწორ ქმედებებს და მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გზაზე დგას, ხელისუფლება კი - არა, აქვს შანტაჟის სახე და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.
მისივე თქმით, სენატორების ნაწილი, თავს უფლებას აძლევს, საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტების გარეშე დასწამოს ცილი.
„ამ განცხადებიდან გამომდინარე ჩვენ ხომ შეგვიძლია, კითხვები გაგვიჩნდეს, რას გულისხმობს [შაჰინი], რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას და რას არ აკეთებს? ამას ხომ შანტაჟის ფორმა აქვს.
დააკვირდით - ხალხი არის ერთ, საქართველოს ხელისუფლება კი - მეორე მხარეს. ეს პირდაპირი მოწოდებაა შაჰინისგან, რომ საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობა და ხელისფულება ერთმანეთისგან არის გამიჯნული.
რატომ აძლევს ეს ქალბატონი თავს უფლებას, გააკეთოს მსგავსი განცხადებები? საიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით? ყველაზე მეტი მათი კვლევებიდან, რომლებსაც ნამდვილად არ ვენდობი, ისე, როგორც თავად ენდობიან. ის ადამიანები, რომლებიც მათთან არიან მიტმასნული, 1%-ს ვერ ლახავენ და რის საფუძველზე აკეთებს განცხადებას, რომ გამიჯნულები ვართ საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს შანტაჟია?
ე.ი. საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რაც მათ მიზნებს ემსახურება. მოდი, კითხვა დავსვათ: „რას არ ემსახურება საქართველოს ხელისუფლება?“ . საქართველო ისჯება საკუთარი ეროვნული, გონიერი პოლიტიკის გატარებისთვის. სწორედ ეს არ მოსწონთ მათ. რა კავშირი აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებასთან ან რა არ გააკეთა, რომელ პლატფორმას არ შეუერთდა საერთაშორისო დონეზე? ამაზე ვერცერთი მათგანი პასუხს ვერ გაგვცემს. პროგნოზირება, რომ შემოდგომაზე უნდა გააქტიურდეს პროცესი, რომელიც ენჯეოების სექტორმა ვერ განახორციელა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა მსგავსი მანიპულიციებით, ისევ ერთი და იგივე ხალხი...ისევ ეს ვაშაძე, სამარცხვინო ვაშაძე, ხოშტარია, რომელიც, სირცხვილია, პოლიტიკაში რომ დარჩა მას მერე, რაც რუსული ხელისუფლებისგან ფინანსდება. კეზერაშვილი, რომელიც ომის შემდეგ გამდიდრებული ადამიანია... არაფერი გამოუვათ. წყნარად უნდა ვიყოთ, გავაგრძელოთ განვითარება და ყველას სათანადო პასუხი გაეცემა. არ უნდა შეგვეშინდეს, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს ქალბატონ შაჰინს, რომ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ ახორციელებს სწორ ქმედებებს და მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გზაზე დგას, ხელისუფლება კი-არა, აქვს შანტაჟის სახე და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.