2-07-2018
წელს პირველად საქართველოში, ზუგდიდში, გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, რომელზეც საუკეთესო აჯიკას და სხვა ქართულ პროდუქტებს გამოავლენენ. ფესტივალი 30 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ზე ღონისძიების გვერდი გაკეთდა.
ამავე ფესტივალზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, გამოვლინდება საუკეთესო გარე-კვების (სტრით-ფუდის) ოსტატი, რომელსაც საშუალება მიეცემა წარადგინოს საქართველო ბერლინში, ევროპულ "სტრით-ფუდ" ფესტივალზე და იასპარეზოს ევროპის თასისთვის.
ორდღიან ღონისძიებაზე გაიმართება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასი, სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ განსხვავებული ეთნიკური კერძები. ფესტივალზე ასევე იქნებიან გამომსვლელები, რომლებიც საქართველოს გასტრონომიულ ისტორიაზე სხვადასხვა ამბავს მოყვებიან, ასევე გავლენებზე, რამაც განაპირობა ქართული სამზარეულოს დღევანდელი სახე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, უნდა მიწერონ Facebook-გვერდს "აჯიკა ფესტივალი".