გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა კვიჟინაძე: საქართველო ყველაზე დაბალი ვალის მქონე ევროპის ხუთ ქვეყანას შორისაა

17-11-2022

საქართველოს აქვს მთავრობის დაბალი ვალი. ყველაზე დაბალი ვალის მქონე ევროპის ხუთ ქვეყანას შორის ვართ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.

 

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის მაჩვენებლები იყოს კანონით გათვალისწინებულ ნორმაში, რადგან თუ ნორმაში არ იყო, ეს გამოიწვევს ზეწოლას ინფლაციაზე, ვალების გაზრდას და შემდეგ გასტუმრების პრობლემას.

 

მისივე თქმით, პანდემიის დროს ყველას მოუხდა ბიუჯეტის გაზრდა, რაც ავიდა 9%-ზე, ხოლო საქართველომ, ერთი წლით ადრე, მოახერხა დაბრუნებოდა ბიუჯეტის ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მხრიდან არც ლარს და არც ინფლაციას ზეწოლა აღარ აქვს.

 

„როდესაც ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება. ერთი - თვითონ ბიუჯეტი იყოს მყარი, კარგი მაჩვენებლებით, მეორე - სად მიდის ეს თანხები, გადასახდელები სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური განვითარების. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ბიუჯეტის მაჩვენებლები იყოს კანონით გათვალისწინებულ ნორმაში, იმიტომ, რომ თუ ეს ნორმაში არ იყო, ეს გამოიწვევს ზეწოლას ინფლაციაზე, ვალების გაზრდას და შემდეგ ამ ვალების გასტუმრების პრობლემას, ასევე ეს გამოიწვევს უნდობლობას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

 

ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებლები იყოს შენარჩუნებული. ბიუჯეტის დეფიციტი პანდემიის დროს, 2020 წელს ყველა ქვეყანას გაეზარდა, რაც ძალიან ცუდი იყო, გაიზარდა იგი ჩვენთანაც და, სამწუხაროდ, 9%-ზე ავიდა. მაგრამ აღსანიშნავია, ისე მოხდა, რომ სამწლიან ვადაში კი არა, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული, უკვე წელს გავედით ამ მიმართულებით ნორმაში, ერთი წლით ადრე, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოს ბევრმა, მათ შორის, წამყვანმა ქვეყნებმა.

 

ბიუჯეტის დეფიციტის ნორმაზე ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ აღარ აქვს ზეწოლა არც ლარს, არც ინფლაციას მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება მთავრობის ვალს, საქართველოს აქვს მთავრობის დაბალი ვალი, ჩვენ ყველაზე დაბალი ვალის მქონე ხუთ ევროპულ ქვეყანას შორის ვართ. საქართველოში ეკონომიკური ზრდაც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპისა და რეგიონის მასშტაბით. გავედით 2019 წლის მონაცემებზე ზევით, ასეთი ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად არავის აქვს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.