გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი: თუ ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად გვინდა, ცარიელი განცხადებები და მკერდზე მუშტის რტყმა, როგორც ამას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს, საკმარისი არაა

18-11-2022

„ევროპა თუ გვინდა, ამისთვის უნდა ვიშრომოთ და რეალური ნაბიჯები გადავდგათ, რათა ეს მიზანი ხელშესახები გახდეს“, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

 

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ევროპა, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ პრინციპებზე, ღირებულებებზე და საქართველოსა და ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება.

 

„როგორც გამოსვლებიდან დავრწმუნდით, დღევანდელი შეკითხვების ძირითადი ლაიტმოტივი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა და ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს თუ არ აკეთებს ამ სანუკვარი მიზნის რეალობად ქცევის საქმეში. დღეს რას ვხედავთ - მმართველი უმრავლესობა, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რეალობა იქცეს ხელშესახებ შედეგად და საქართველოს, ქართველ ხალხს ის სანუკვარი მიზანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში და ბოლო უახლოესი ისტორიის განმავლობაში არის ჩვენი ქვეყნის სურვილი და მისწრაფება - გახდეს ევროკავშირის წევრი, რეალობად იქცეს. თუმცა, „ხალხის ძალის“ სახელით, მინდა, გავაკეთო განცხადება, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ევროპა, რომელიც დაფუძნებული იქნება ისეთ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ემსახურება საქართველოსა და ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, იმ ტრადიციული კულტურის დაცვას, რომელზეც დგას ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.

 

სწორედ ეს არის ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ უნდა ავაშენოთ და სწორედ ეს არის ის ევროპა, რომელიც თავის დროზე ჩაიფიქრეს და შექმნეს ჩერჩილმა, მონემ, ადენაუერმა. სწორედ ეს არის ის ევროპა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობს. ასე რომ, ნებისმიერი ასეთი გამოსვლა, სპეკულაციური და მანიპულაციური დათქმები და ქმედებები, რომლებიც ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გვესმის, არის ქართველ ხალხის ამ მიზნისკენ სვლაში ხელის შეშლა და სპეკულაცია, რომელიც უპასუხისმგებლოა და არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს. ვფიქრობ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია და გაწევრიანება, მხოლოდ ცარიელი განცხადებები საკმარისი არ არის; საკმარისი არ არის მხოლოდ მკერდზე მუშტის რტყმა, როგორც აქ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს და მხოლოდ იმის განცხადება რომ ევროპა გვინდა. ევროპა თუ გვინდა, უნდა ვიშრომოთ ამისთვის და გადავდგათ რეალური ნაბიჯები, რომ ეს მიზანი ხელშესახები გახდეს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ დაგვისახა, რათა შევასრულოთ ეს დათქმები, პირობები და მოგვანიჭონ სტატუსი. თუმცა, გარკვეულწილად მივიჩნევთ, რომ ასეთი დათქმები, თავის დროზე, ძალიან უსამართლო იყო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოლდოვას მიანიჭეს უპირობოდ ეს სტატუსი, ხოლო საქართველოს, ძალიან უსამართლოდ, უარი ეთქვა ამ სტატუსზე. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ევროპა საბოლოო ჯამში, მაინც სამართლიანად მოიქცევა და მხარს დაუჭერს საქართველოსადმი ევროკავშირში გასაწევრიანებელი სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.