გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო დავსვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ

18-11-2022

ჩემი პოზიცია არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი, აქ არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს, ჩვენ გვაქვს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, მიუღებელია, მე ამის თაობაზე ვთქვი კიდეც მიუღებელია პირადად ჩემთვის, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით, მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო კითხვები დავსვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების და მისი პირადი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ, განამტკიცონ და გააძლიერონ ურთიერთობები აშშ-სთან და ევროკავშირთან.


„მე, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც „ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვაცხადებ და ყოველთვის მითქვამს ამის თაობაზე - ჩვენი ვალდებულება და ჩემი პირადი ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, ყველასთან და არა მხოლოდ მათთან, რეგიონში ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა.


ასე რომ ჩემი პოზიცია არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი, აქ არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს, ჩვენ გვაქვს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, მიუღებელია, მე ამის თაობაზე ვთქვი კიდეც მიუღებელია პირადად ჩემთვის, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე აშშ-ის ელჩის მისამართით, მე ასე მიმაჩნია, ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო კითხვები დავსვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ ვართ ერთი უძველესი ერი, 3 000 წელზე მეტი ისტორიით, ჩვენი კულტურით, ცივილიზაციით, ენით, სარწმუნოებით და ჩვენ გვჭირდება ძალიან პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება, ესაა ჩემი პოზიცია. შეიძლება განსხვავებები მქონდეს ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, სხვას უფრო მეტად ასე ვთქვათ სხვა აზრები ჰქონდეს, ეს ყველა ადამიანის დემოკრატიული კონსტიტუციური უფლებაა. ამიტომ ნურავის განვიკითხავთ, გავკიცხავთ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი. ვისაუბროთ კი ბატონო, დებატები გავმართოთ, ერთმანეთს საწინააღმდეგო აზრები გავუზიაროთ, მარგამ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფების მიყენება, ესაა დაუშვებელი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება,"- აღნიშნა პრემიერმა.