გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: პირდაპირ თქვეს მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად, არაა ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომიო

18-11-2022

კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებაზე რა რეაქციაც იყო ჩვენ კარგად ვნახეთ, მათი გათვალ იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა გარკვეული მღელვარება საზოგადოების და რევოლუცია და მიზანი რა არის? რა თქმა უნდა მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა მიზანი, რომ მათ პარტნიორებს უკრაინაში და ა.შ. შეუსრულონ დავალებები, დავალებები შეუსრულონ პირდაპირ, - ამის შესახებ პრემიერმა პარლამეტში განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმუშაონ კოლეგებთან ერთად და დაასრულონ სიყალბე, ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი.


„პირდაპირ თქვეს მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად, არაა ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომიო. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ, ამის მერე რომ დახტიხართ, უკაცრავად ახლა, დადიხართ და რაღაც პერფორმანსებს დგამთ, რას ნიშნავს ეს უბრალოდ? რა ფარისევლობაა და რა სიყალბეა. თუ გინდათ თქვენ კანდიდატის სტატუსის მიღება, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად, თუ არა და შეეშვით ამ სიყალბეს, ქვეყნის მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.