გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018 დასრულდა

2-07-2018

26  - 30 ივნისს თბილისში, სპორტკომპლექსში "ახალი თბილისი"და ვერის საკალათბურთო დარბაზში, გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფინალური ეტაპი, სადაც გამოვლინდნენ ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები გოგონებსა და ვაჟებში.

მაგიდის ჩოგბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. არაგვის საჯარო სკოლისა და ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება  სოფ. არაგვის საჯარო სკოლას ხვდა წილად, ანგარიშით 63 :58

რაც შეეხება გოგონათა ფინალს, აქ ერთმანეთს ქ. თბილისის N 161 საჯარო სკოლისა და რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 63 : 14 დასრულდა.

ბადმინტონის ფინალში, როგორც გოგონებში ისე ვაჟებში, ერთმანეთის წინააღმდეგ ქ. თბილისის N 98 და ქ. ქუთაისის N 21 საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ.  

ორივე შემთხვევაში გამარჯვება წილად ხვდა ქ. თბილისის N 98 საჯარო სკოლას.

ვაჟთა ფინალი ანგარიშით 63 : 53 , ხოლო გოგონათა ფინალი - ანგარიშით 63 : 7 დასრულდა.

ფინალური თამაშები შედგა 3x3 კალათბურთში.  ვაჟთა ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ქ. თბილისის N 147 და აკ. ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N 2 საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება ქ. ხონის N 2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ანგარიშით 8 : 5

გოგონათა ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქ. თბილისის N 100 და ქ. აბაშის N 2 საჯარო სკოლის გუნდები. გაიმარჯვა ქ. თბილისის N 100 საჯარო სკოლამ , ანგარიშით 9 : 7

ხელბურთის ვაჟთა ფინალი შედგა ილ. ჭავჭავაძის სახელობის ქ. ყვარლის N 1 და ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლების გუნდებს შორის. გამარჯვება ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ანგარიშით 14 :12

გოგონათა ფინალში ერთმანეთს ყვარლის N 2 და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქ. ფოთის N 2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქ. ფოთის N 2 საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 18 : 7 დასრულდა.

ფრენბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ. გაიმარჯვა სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლამ ანგარიშით 2 : 1

ფინალური გარბენი შედგა გეზრბენში.

ვაჟების გარბენში ერთმანეთს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა და         ქ. ქუთაისის გენერალ გ. კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეეჯიბრნენ. ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე ქ. ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გავიდა.

გოგონებს შორის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ტოლოშისა და ქ. ვანის N 2 საჯარო სკოლის გუნდები. გოგონათა დაპირისპირება  სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მინიფეხბურთის ფინალი შედგა ქ. ახალციხის N 5 და  ნ. დუმბაძის სახ. ქ. ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს შორის. დაპირისპირება ქ. ოზურგეთის სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 3 : 2 დასრულდა.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე ვაჟები და გოგონები:

ბადმინტონში:

ქ. თბილისის N 98 საჯარო სკოლა, ანა ტყებუჩავა

ქ. თბილისის N 98 საჯარო სკოლა, პავლიკ პილტოიანი

კალათბურთში:

ქ. თბილისის N 100 საჯარო სკოლა, ეკა წივწივაძე

აკაკი ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N 2 საჯარო სკოლა, საბა ჯიშკარიანი

ხელბურთში:

ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N 2 საჯარო სკოლა, ლანა გოგია

ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N 2 საჯარო სკოლა, დავით ფანცულია

მაგიდის ჩოგბურთში:

რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, თამარ რიჟვაძე

ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლა, გიორგი ლიპარტია

ფრენბურთში:

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუის საჯარო სკოლა, ზურაბ ბოკერია

გეზრბენში:

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლა, ქეთი გვარამაძე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა, იბრაჰიმ ლანიშაშვილი

მინი ფეხბურთში:

ნოდარ დუმბაძის სახ. ქ. ოზურგეთის N 2 საჯარო სკოლა, ნოდარ ლომინაძე

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის საუკეთესო მოთამაშეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 2002-2003-2004 წლებში დაბადებულმა 156 მოსწავლემ (გოგონებმა, ვაჟებმა) მთელი საქართველოდან.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სკოლები ავტომატურად გახდნენ 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების  ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.