გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს: იმის დაშვება, რომ კონგრესში და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ

18-11-2022

ბატონი რომანი გამოვიდა და თქვა, ამ კონგრესში ან ლობისტი ვერ იშოვეთ, ვერავინ მოისყიდეთო, მერე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფაზე ჩვენ გველაპარაკებიან. ანუ, თუ იმან რაღაც თქვა ცუდი შენს ქვეყანაზე, შენ უპასუხე, ეს არის თავდასხმა და იმის დაშვება, რომ კონგრესში და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, თურმე ჩვეულებრივი ამბავია - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძე რომან გოცირიძეს ასეთი წამოცდენებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

„ბატონი რომანი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, ამ კონგრესში ან ლობისტი ვერ იშოვეთ, ვერავინ მოისყიდეთო და მერე ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფაზე ჩვენ გველაპარაკებიან ხოლმე. ანუ, თუ იმან რაღაც თქვა ცუდი შენს ქვეყანაზე, შენ უპასუხე, ეს არის თავდასხმა და იმის დაშვება, რომ კონგრესში და სენატში შეიძლება მოისყიდო კონგრესმენები და სენატორები, ეს ჩვეულებრივი ამბავია თურმე.

 

ბატონო რომან, ასეთი წამოცდენებისგან თავი შეიკავეთ, ძალიან გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით ამ სფეროში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.