გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: თქვენ ხართ კოლექტიური როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“

18-11-2022

თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და ამ „ქურქუმალ ვაითით“ სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს საზოგადოება - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას.

 

 მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ.

 

„რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და კოლექტიურ გიორგი ვაშაძედ, მგონი ესეც ძალიან კარგი სტატუსია მათთვის. ეს არის კოლექტიური როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“. თქვენ ხართ კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და ამ „ქურქუმალ ვაითით“ სადაც შეხვალთ 2024 წელს, ამას ნახავს ბუნებრივია ქართული საზოგადოება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.