გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი: თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს აღვადგინეთ სამართლიანობა

18-11-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტშიერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატის მიერ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, გამოვეხმაურო ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ბატონმა როსტომმა დასვა სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. მე საერთოდ მაინტერესებს, როგორ სვამთ ამ კითხვას, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს, სექტემბერში აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში თავისი სახელმძღვანელოთი.

 

ეს მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ამ სასწავლო წელს დაბრუნდა საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი სკოლებში.

 

საამაყო ამბავია, რომ ჩვენი მოსწავლეები დღეს საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შესაბამისი, ღირსეული სახელმძღვანელოთი შეისწავლიან, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ჩვენმა საუკეთესო ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა‘‘.