გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიებისსაერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022გაიხსნა

19-11-2022

გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას Agro/Food/Drink/Tech/Expo2022 მასპინძლობს. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით ტარდება.

 

Agro/Food/Drink/Tech/Expo2022 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ გახსნეს.

 

აღინიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ოცწლიანი ტრადიცია განახლდა. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, კონფერენციები, განხილვები და თემატური დისკუსიები.

 

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022 „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა  და მის მიმდებარე  გარე სივრცეში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები.

 

18 ნოემბერს, გამოფენის ფარგლებში,გაიმართა კონფერენცია „სოფლის მეურნეობა საქართველოში“, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდა. კონფერენციაზე მოეწყო სადისკუსიო პანელი თემაზე „სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები“, ასევე გაიმართა სემინარი „დაფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები  როგორც კერძო სექტორის, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან“. კონფერენციას ესწრებოდნენ ფერმერები საქართველოს  რეგიონებიდან.

 

აღსანიშნავია, რომ გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა მეწარმეებისა და ფერმერებისთვის როგორც სიახლეების გაცნობის და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების, ასევე, საქმიანი კონტაქტების და პარტნიორების მოძიების კუთხით. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოფენა ხელმისაწვდომი იყოს რეგიონებში მცხოვრები ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისთვის. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით,  კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-20 საერთაშორისო გამოფენას 800-მდე ფერმერი ესწრება  საქართველოს ყველა რეგიონიდან.


Agro/Food/Drink/Tech/Expo2022-ზე დასწრება18-20 ნოემბერს, 11:00-19:00 საათამდეა შესაძლებელი.