გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება

19-11-2022

თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო მის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი სააკაშვილი, პატიმრობის მაგივრად, რომელიმე კლინიკაში ფუფუნებაში გვეყოლება- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა.

 

“დღეს სულხან მოლაშვილის დაბედების დღეა. ეს თარიღი უკვე წლებია მახსოვს, ხვალ ჩემი დაბადების დღე რომ არის - იმიტომ. ერთი მოკრძალებული თხოვნა მექნება, თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, რა დროსაც მეც აუცილებლად მომკლავენ - უნდა მომკლან ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო: სულხანის მკვლელობაზე პასუხიმგებელი პროკურორი, ვინმე გრიგალაშვილი, ჩვენი ბოძებზე გაკვრის ბრძანების გამცემი - ჯერ კიდევ ცოცხალი და უვნებელი იქნება... სულხანის მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, ვინმე "ქილერა", ჯერ კიდევ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით უსარგებლებს...

 

სულხანის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი ვინმე სააკაშვილი, პატიმრობის მაგივრად, რუსთავის დაწესებულებაში საკანში ყოფნის მაგივრად - რომელიმე კლინიკაში ფუფუნებაში გვეყოლება... მოკლედ - ასეთ ვითარებაში სულ ნუ გაიხსენებთ ჩემს დაბადების დღეს”- წერს ქართველიშვილი.