გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნანა კაკაბაძე: სულხან მოლაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დილეგში გამოკეტა სწორედ კორუფციის ბრალდებით, თავად კორუფციაში მისგან მხილებულმა სააკაშვილმა

19-11-2022

„დღეს სააკაშვილს თავისი ცოდვები მოეკითხება, თურმე რეალობასთან შეუგუებლობა სჭირს და კომფორტულ გარემოშიც კი არ შეუძლია სამართლიანი და თანაც, ძალიან ლმობიერი სასჯელის მოხდა. მაშ რაღა უნდა ეთქვა სულხანს და მის მსგავსად ათასობით სხვა პატიმარს, რომელიც უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს სადისტურ პირობებში, რის შედეგადაც ბევრი გარდაიცვალა“- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც კაკაბაძე წერს, სულხან მოლაშვილი ფაქტობრივად პირველი გახმაურებული და ნაწამები პოლიტპატიმარი იყო, რომელიც არ შეეპუა სადისტურ რეჟიმს. იგი შეეწირა ბოროტებასთან ბრძოლას, მაგრამ მაინც დაამარცხა სადისტური რეჟიმი.

 

„სულხან მოლაშვილი - 53 დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა. ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ არა სააკაშვილის რეჟიმის ჯურღმულებში მიღებული ფიზიკური და სულიერი წამება, დღეს სულხანი ჩვენს გვერდით იქნებოდა და ისევ იბრძოლებდა სიმართლისა და სამართლიანობისთვის. განგებამ ისე ინება, რომ მე მოვახერხე პირველად ნაწამებ სულხანთან შეხვედრა, მისი წამების კვალის ფოტოების გამოტანა სააკაშვილის ციხის ჯურღმულებიდან. მერე ჩემი თხოვნით ელენე თევდორაძე და იმ დროს საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარი მათიას იორშიც შეხვდნენ სულხანს იმ ჯურღმულში და გაოგნებულები და უკიდურესად დათრგუნულები.

 

მერე ბევრი ვიბრძოლეთ სულხანის გადასარჩენად, ოჯახმას, უფლებადამცველებმაც, საერთაშორისო ინსტიტუტებმაც, მოხერხდა კიდეც მისი ცოცხალი დახსნა სააკაშვილის ჯურღმულებიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ მიღებული ფიზიკური ტრავმები განუკურნებელი აღმოჩნდა და ის გათავისუფლების შემდეგ, უმაღლესი დონის სამედიცინო ჩარევების მიუხედავად, მალევე გარდაიცვალა, რადგან ციხის ჯურღმულებში მიღებული ავადმყოფობები განუკურნებელი აღმოჩნდა. სულხან მოლაშვილი ფაქტობრივად პირველი გახმაურებული და ნაწამები პოლიტპატიმარი იყო, რომელიც არ შეეპუა სადისტურ რეჟიმს. დემოკრატიის, კორუფციასთან მებრძოლის იმიჯის მქონე ნაციონალების ბელადის მხილება მან ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო, როდესაც კონტროლის პალატის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში სააკაშვილის კორუფციული სქემები გაშიფრა და ამიტომაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სულ მალე, სწორედ სულხან მოლაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დილეგში გამოკეტა სწორედ კორუფციის ბრალდებით თავად კორუფციაში მისგან მხილებულმა სააკაშვილმა. საბოლოო ჯამში სულხანი შეეწირა ბოროტებასთან ბრძოლას, მაგრამ მაინც დაამარცხა სადისტური რეჟიმი. ცალკე ოჯახის დარდი კლავდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და მრავალი ზეწოლის მიუხედავად, არ გამოიტანა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოდან, და იქაც დაამარცხა სააკაშვილი. თავისი მაგალითის გახმაურებით სულხანმა ბევრი სხვა პატიმარი იხსნა სიკვდილისაგან. დღეს სააკაშვილს თავისი ცოდვები მოეკითხება, თურმე რეალობასთან შეუგუებლობა სჭირს და კომფორტულ გარემოშიც კი არ შეუძლია სამართლიანი და თანაც, ძალიან ლმობიერი სასჯელის მოხდა. მაშ რაღა უნდა ეთქვა სულხანს და მის მსგავსად ათასობით სხვა პატიმარს, რომელიც უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს სადისტურ პირობებში, რის შედეგადაც ბევრი გარდაიცვალა და ბევრიც დაინვალიდდა. დაბადების დღეს გილოცავ სულხან, შენც შეგეფერება ვაჟა-ფშაველას სიტყვები, რომ „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“- წერს ნანა კაკაბაძე.