გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF 2022 მერვედ გაიმართა

21-11-2022

საქართველოში ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმი - GeoIGF 2022 გაიმართა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა და ღია იყო ყველა დაინტერესებული მონაწილისთვის. ფორუმის ყველა სესია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ვებგვერდზე www.igf.ge, სადაც ასევე მოცემული იყო ყველა სხვა ინფორმაცია ფორუმის შესახებ.


ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით ჩატარდა.


ფორუმის გახსნის ოფიციალურ ნაწილში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და ინტერნეტის საზოგადოება (ISOC), ევროპული მთავრობისა და რეგულატორული საკითხების უფროსი დირექტორი დევიდ ფროუჩი.


"საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს.


ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ა.შ. შეუძლებელია საუბარი კარგად განვითარებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გარეშე, რაც ციფრული ეკონომიკის განვითარების საფუძველია. ბოლო წლებში საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი სფეროს განვითარებას და ინტერნეტმოხმარების ზრდას, რომელმაც გამოიწვია ციფრული ბაზრის განვითარება, საჯარო და კერძო სექტორში მრავალი ელექტრონული მომსახურებების დანერგვა, შედეგად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს, სახელმწიფოსა და ბიზნესს, ასევე ბიზნესებს შორის ურთიერთობისას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, GeoIGF-მა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით და წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.


„დარწმუნებული ვარ, ამ პროცესში ყველა მხარის, საჯარო და კერძო სექტორის, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა არის სწორედ ის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო საზოგადოების შემდგომ განვითარებას ემსახურება," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.


ფორუმი მოიცავდა 20–მდე თემატურ სესიას და გამოსვლას, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს შეეხებოდა. ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციის ღიაობის, და სხვა საკითხებს.


ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებს ინტერნეტ-მმართველობის საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.


გარდა ამისა, GEOIGF2022-ზე განხილვა წარიმართება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ინტერნეტ-ქსელის განვითარება და საყოველთაო ინტერნეტიზაცია; ინფორმაციული უსაფრთხოების კანონის აღსრულების და მედია წიგნიერების მდგომარეობა; ხელოვნური ინტელექტი და ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები; საავტორო უფლებები და ქართული .ge ზონის გამოწვევები, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის მიმდინარე გამოწვევები.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში რეგიონული ციფრული ჰაბის ჩამოყალიბებაზე, აგრეთვე აიპი მისამართების და ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის გამოწვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმი უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.


ფორუმის მხარდამჭერებს შორის ასევე იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტსაზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).