გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად ADB-სთან შეთანხმება გაფორმდა

21-11-2022

საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა „ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ" შეთანხმებას.


დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.


შეთანხმებით გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ, 100,190,000 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.


ხელმოწერამდე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა არსებული გამოწვევების ფონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.