გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

21-11-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.


14-18 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.


სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პოლონური გამოცდილების გაცნობა, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (კოჰეზიის) პოლიტიკის უახლესი მიდგომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.


ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის სამინისტროს, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.