გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს

21-11-2022

„2022 წელს საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც არსებობს რეგიონში და გლობალურად ეკონომიკური განვითარების კუთხით. საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა პანდემიის შემდეგ აღდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ჩვენ მიმდინარე წელს 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შეფასებისას ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „საქსტატის" დაზუსტებელი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 10,5 პროცენტით გაიზარდა. ასევე დაზუსტდა 2022 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებლებიც. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.2% შეადგინა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. თავის მხრივ ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები.

„პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში - 2022-2027 წლებში, შემდგომი 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში - 5,8 პროცენტი, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი", - აღნიშნა, ლევან დავითაშვილმა.