გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: „ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში დააბრუნოს

21-11-2022

„ხალხის ძალას“ გულწრფელად სურს, ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებული ძალა არასამთავრობო სექტორის ფორმატში და აგენტოკრატიის ველიდან კონსტიტუციურ, დემოკრატიულ თამაშის წესებთან დააბრუნოს“, - ამის შესახებ Postv-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში” „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იმიტომ იწუნებს მთავრობის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის კანონს, რომ საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა.

 

„ჩვენ მივმართვათ საერთაშორისო გამოცდილებას. ერთ-ერთი გამოცდილება, დეოლიგარქიზაციის ხაზით, დაგვიწუნეს, რამეთუ, საბოლოო ჯამში, საკუთარ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ. ეს ხომ მათი რეკომენდაცია იყო ევროსაბჭოსადმი, რომ ერთ ადამიანზე მორგებული ჩანაწერი გაჩენილიყო იმ 12 ხაფანგში და არა - რეკომენდაციაში.

 

საბოლოო ჯამში, ჩვენ გადმოვიღეთ პრეცედენტული კანონი, რომლის მსგავსი მეორე კანონი დედამიწის ზურგზე არ არსებობს, რომელიც თავიდანვე მოიწონეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა უკრაინაში, ვენეციის კომისიაზე აღარაფერს ვამბობ... ამ კანონის მოფიქრებით და ტექსტით მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ ამაყობდა. ახლა უბრალოდ, საკუთარი ბელადის წინააღმდეგ მიდიან“, - განაცხადა ქართველიშვილმა.