22-11-2022
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ქ.ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქ N39- ში, კ. გამსახურდიას ქ. N36-ში და კ. გამსახურდიას ქ.N47-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს (აღნიშნული სამუშაოების სრული ბიუჯეტი - 109 584 ლარი).
პროექტით გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლის სახურავებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ არსებული ამორტიზირებული კრამიტის სახურავის გადახურვის ჩანაცვლება, ახალი სახურავის მოწყობა.
აღნიშნული შენობები, რომლებიც XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისშია აგებული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის შესანიშნავი არქიტექტურული ნიმუშებია!