გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა სეფაშვილი: ევროკომისრის რეკომენდაციებისა და რჩევის გათვალისწინება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ევროკავშირი სამართლიანად მოიქცევა და საქართველოს დამსახურებულ სტატუსს მიანიჭებს

22-11-2022

იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ევროკავშირი სამართლიანად მოიქცევა და საქართველოს მართლაც დამსახურებულ სტატუსს მიანიჭებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა „მოამბესთან“ საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილები ძალიან მნიშვნელოვანია.


„ეს ადამიანი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკას ხელმძღვანელობს. ძალიან მნიშვნელოვანწილად, საქართველოს შეფასება მასზე იქნება დამოკიდებული.


მისი რეკომენდაციები, მისი რჩევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ შედეგის დასადებად, რომელიც წევრობის სტატუსის მიღების საშუალებას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ევროკავშირი სამართლიანად მოიქცევა და საქართველოს მართლაც დამსახურებულ სტატუსს მიანიჭებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.