« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
3-07-2018
"მე შევქმენი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პოსტსაბჭოთა სივრცეში. მე ის კაცი ვარ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე გამოაჩინა, მე საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვარ"-ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია «RTVI»-ს ეთერში განაცხადა.
სააკაშვილის თქმითვე, მის პრეზიდენტობამდე საქართველო მსოფლიოს რუკაზე საერთოდ არ ჩანდა.
"მე შევქმენი ყველა თანამედროვე ქართული ინსტიტუტი, მათ შორის სამართალდამცავი სისტემა. სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა [ბოლომდე ვერ დავასრულე] და იმავე დონეზეა, როგორიც დავტოვე... ამიტომაც ოლიგარქისათვის, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნაწილი ვერ გახდა, ციხეში ჩემი ჩამწყვდევა შეუსრულებელ ამოცანას წარმოადგენს"-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია გვერდზე: nsp.ge