გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: ეს ქვეყანა საბურთაო არ არის! არ დაუშვებს უსამართლო თავდასხმებს ადამიანზე, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და ამდენი ზეწოლის მიუხედავად, აკეთებს ყველაფერს მისი წარმატებისთვის

22-11-2022

ეს ქვეყანა საბურთაო არ არის! ეს ქვეყანა არ დაუშვებს უსამართლო თავდასხმებს ადამიანზე, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და ამდენი ზეწოლის მიუხედავად, აკეთებს ყველაფერს მისი წარმატებისა და წინსვლისთვის - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას დევიდ კრამერის შესახებ.

 

როგოტც ფოჩხუა აღნიშნავს, ზუსტად დევიდ კრამერი იყო ის ადამიანი, ვინც მფარველობდა მიშას და მის ბანდას, უხანგრძლივებდა არსებობას.

 

მისივე თქმით, არავინ დაიჯერებს კრამერის სიყვარულს და ზრუნვას საქართველოზე, მისთვის საქართველო პირადი ინტერესის სფეროა.

 

"რატომ ჰგონია ქალბატონ ელჩს, რომ საქართველო ისევ იმ რეჟიმშია როგორშიც იყო ნაცების მმართველობის დროს. როცა ადამიანები შიშისგან, ვინმეს მათი ლაპარაკისთვის რომ არ მოესმინა, ტელეფონებს თიშავდნენ, ხმას ვერ იღებდნენ ოჯახის, ახლობლების განადგურების შიშით. რა ჰგონია ქალბატონ ელჩს მაშინ ვერ ვხვდებოდით როგორი მონური მორჩილებით ასრულებდა მაშინდელი ხელისუფლება ყველა დავალებას, თუნდაც საკუთარი ქვეყნის საზიანო ყოფილიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.

 

ზუსტად დევიდ კრამერი იყო ის ადამიანი, ვინც მფარველობდა მიშას და მის ბანდას, უხანგრძლივებდა არსებობას. არავინ დაიჯერებს კრამერის სიყვარულს და ზრუნვას საქართველოზე, მისთვის საქართველო პირადი ინტერესის სფეროა. არ ჭირდება მას დაცვა, ყველამ ყველაფერი იცის და ხვდება. ეს ქვეყანა საბურთაო არ არის! ეს ქვეყანა არ დაუშვებს უსამართლო თავდასხმებს ადამიანზე, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და ამდენი ზეწოლის მიუხედავად, აკეთებს ყველაფერს მისი წარმატებისა და წინსვლისთვის!"- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.