22-11-2022
კასპის სპორტკომპლექსის დარბაზში საბრძოლო ხელოვნების კლუბის „კასპი“ მოსწავლეებს კარატესა და ტაეკვანდოში საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუტარდათ.
19 მოსწავლემ ხარისხის ასამაღლებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი KIU- GUP -ს სერტიფიკატები გადაეცათ. მათ შორის, მარიამ მანძულაშვილი KUKKIWON I- DAN შავი ქამრის მფლობელი გახდა.
მომავალ კარატისტებს სერტიფიკატები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სპორტის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა შოთა გოგიაშვილმა და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ გადასცეს.
სპორტის დაწესებულებების გაერთიანებასთან არსებული საბრძოლო ხელოვნების კლუბის „კასპი“ აღსაზრდელებს არაერთ ტურნირში მიუღიათ მონაწილეობა და წარმატებისთვის მიუღწევიათ.
ვახტანგ მაისურაძემ კლუბის წევრებსა და მწვრთნელებს - ალექსანდრე მანძულაშვილს, გიორგი ნავროზაშვილსა და ლევან მამულაშვილს სამომავლო წარმატებები უსურვა.