გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

13 წლის ბავშვის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ქმედების განხორციელებისთვის ერთ პირს ბრალი წარედგინა

22-11-2022

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული, აღნიშნულ დანაშაულზე შეტყობინების შესვლის დღესვე, 20 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, არასრულწლოვნის მიმართ (სამი ეპიზოდი)), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.