გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ქართველთა საყურადღებოდ, გვახსოვდეს!“ - გოგა ხაინდრავა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების მიერ დაანონსებულ კონფერენციაზე

23-11-2022

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების მიერ 29 ნოემბერს დაანონსებულ კონფერენციას ეხმაურება, სახელწოდებით „ოლიგარქია, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“, რომელშიც პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ამერიკელი დიპლომატი იან კელი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი, უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ მიმომხილველი თორნიკე გორდაძე მიიღებენ მონაწილეობას და რომლის ფოტოზე თბილისის ფონზე ბიძინა ივანიშვილია აღბეჭდილი. 


„ქართველთა საყურადღებოდ, გვახსოვდეს! ამ პლაკატის ავტორებისთვის - ის რაც მარჯვენა ზედა კუთხეშია მოქცეული და ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს - წმ. სამების ტაძარია და მისი აღმშენებლობა საქართველოს მტრობაა! იმას რასაც განასახიერებენ ქვედა 6 სუბიექტი და წარწერა, საქართველოზე ზრუნვა!“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.