გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ევროპის საბჭო: უკრაინის მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნის მომზადებაზე მუშაობა გრძელდება

23-11-2022

ევროპის საბჭოში განაცხადეს, რომ უკრაინის მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონზე დასკვნის მომზადებაზე მუშაობა გრძელდება.


„ქრონიკის“ კითხვაზე ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს:


კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით.


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.