გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხატია დეკანოიძე: ნაცმოძრაობის თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, რეგიონში ცნობილი ადამიანი, ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას...ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს

23-11-2022

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე „ტვ პირველთან“ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომელიც უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი.

 

 როგორც დეკანოიძე აცხადებს, თავმჯდომარე უნდა იყოს რეგიონში ცნობილი ადამიანი, ფლობდეს რამდენიმე უცხოურ ენას, ჰქონდეს მკაცრი ჩამოყალიბებული სტრატეგია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, უნდა ჰქონდეს მკაცრი სტრატეგია, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას არჩევნების გზით და როგორ წარმოუდგენია ერთ თვეში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ა.შ.

 

„უნდა ჰქონდეს მკაცრი ჩამოყალიბებული სტრატეგია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. მათ შორის, მკაცრი სტრატეგია, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას არჩევნების გზით, როგორი იქნება ეს გზა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება როგორ წარმოუდენია მაგალითად, ერთ თვეში, სად გადის ეს თავისუფლების გზა და ზოგადად, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და როგორი უნდა იყოს ალტერნატიული ეკონომიკური გეგმა. ასეთი უნდა იყოს ზოგადად პრემიერ-მინისტრის კანდიდატი“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

შეკითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა დღეს ლევან ხაბეიშვილი ამ კრიტერიუმებს დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

 

„მე მგონი ოპოზიციაში ძალიან ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ახლა რაც ხდება ეს პარტიას არ გააძლიერებს. ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, თუ ეს პარტია ასეთი, და ჩემი ბრალი იქნება პირველ რიგში, არ იქნება არჩევნების შემდეგ მე ამ პარტიაში ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ“- განაცხადა დეკანოიძემ.