გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაია ნიკოლეიშვილი სულხან მოლაშვილზე: სულხანი, რომელიც ვნახე, ვერ ვიცანი, ეს იყო ნახევარი, ან იმის მესამედი, რაც მახსოვს

24-11-2022

დღეს რომ საუბრობენ წონის დაკლებაზე, ოპერაცია არ გაუკეთებია სულხანს არანაირი და წონა კი არა, ადამიანი ვერ ვიცანი, ეჭვი შემეპარა სხვას ხომ არ ვნახულობ მეთქი. ეს იყო ნახევარი, ან იმის მესამედი, რაც მე სულხანი მახსოვს. ნელნელა ვქაჩავდი, რომ როგორმე ეთქვა, რა ხდებოდა მის თავს. დაზიანებები, რომლებიც მერე ვნახე და ვერ უარყოფდა, მხოლოდ მერე შეძლო გახსნილიყო და ეთქვა უკვე, რა როგორ იყო - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

 

მაია ნიკოლეიშვილმა სულხან მოლაშვილთან მეშვიდე საპყრობილეში შესვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დანგრეული ადამიანი, არა მარტო მარტო ფიზიკური წამებით, სულიერადაც.

 

"წლები გავიდა და არ მცირდება ის შთაბეჭდილება, რაც ჩაიჭედა გონებაში და მეხსიერებაში. თუნდაც გავიხსენებ სულხან მოლაშვილთან შესვლას მეშვიდე საპყრობილეში, როცა ნანა კაკაბაძის ძალიან დიდი მცდელობით და ევროკავშირის წარმომადგენლების ჩარევით მოხდა ჩემი შესვლა, ეს იყო საშინელება, წარმოუდგენელი რამ.

 

სულხანი, რომელიც ვნახე, უცებ ვიფიქრე, ნუთუ ეს სულხანია მეთქი, ეჭვიც კი შემეპარა, რომ ეს ის არის? დღეს რომ საუბრობენ წონის დაკლებაზე, ოპერაცია არ გაუკეთებია სულხანს არანაირი და წონა კი არა, ადამიანი ვერ ვიცანი, ეჭვი შემეპარა სხვას ხომ არ ვნახულობ მეთქი. ეს იყო ნახევარი, ან იმის მესამედი, რაც მე სულხანი მახსოვს. მისი ის ტკივილი..

 

ნელნელა ვქაჩავდი, რომ როგორმე ეთქვა, რა ხდებოდა მის თავს და ის დაზიანებები, რომლებიც მერე ვნახე და ვერ უარყოფდა, მხოლოდ მერე შეძლო გახსნილიყო და ეთქვა უკვე, რა როგორ იყო. მახსოვს, მისი თანამესაკნე იყო, ვინც მეშვიდეში მის გვერდით იყო და იმ ადამიანმა მითხრა, ღამე როცა ძინავს, იღვიძებს და ბღავისო. არ იცი, ეს რა ხმა არისო. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, დანგრეული ადამიანი თავიდან ბოლომდე, მარტო ფიზიკური წამება კი არა, სულიერი და ყველაფერი“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.