გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროექტის "სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში" პრეზენტაცია გაიმართა

24-11-2022

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის "სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში" პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სიძველეთსაცვებში დაცული სამედიცინო შინაარსის ხელნაწერების სისტემატიზაციას, მათ შესწავლას მედიცინის, ვეტერინარიის, ქიმიის ისტორიისა და ფილოლოგიურ-კოდიკოლოგიური თვალსაზრისით, ერთიანი ანოტირებული ბაზის შექმნასა და ქართული და ინგლისური ანოტირებული ილუსტრირებული ალბომ - მონოგრაფიის გამოცემისგზით საგანმანათლებლო რესურსისა და ფარმაკოლოგიური პროდუქტის შექმნას. 

 

ჩატარებული კვლევის შედეგად შექმნილი პროდუქტი მნიშვნელოვნად შეავსებს იმ ხარვეზს ქართულ მეცნიერებაში, რომელიც უკავშირდება ქართული მედიცინის ისტორიის სრულყოფილ შესწავლას ყველა არსებულ ხელნაწერ ნუსხაზე დაყრდნობით.

 

პირველწყაროების შესწავლა დიდ წვლილს შეიტანს ჰუმანიტარული დარგების განვითარებაშიც-კოდიკოლოგიის, ენათმეცნიერების, თარგმანის თეორიის, კულტურის ისტორიის თვალსაზრისით.