გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბერლინი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ჟურნალი საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

25-11-2022

„2023 წელს საქართველოში  სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი   გაიმართება“ ამ სათაურით  მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის  „ITB Berlin“ ჟურნალი სტატიას აქვეყნებს. ონლაინგამოცემა მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებს აცნობს.


„საქართველოს თოვლით დაფარული მთები 1200 კილომეტრზეა გადაჭიმული.  მთები ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა უძველეს კულტურასთან,  გემრიელ კერძებთან, ღვინის მომზადების ტრადიციასა და  სტუმარმასპინძლობასთან ერთად. მოგზაურებს საქართველოში, სამთო კურორტებზე  ძალიან მაგარი თავგადასავლების მოწყობა შეუძლიათ.  გუდაურსა და ბაკურიანში ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახლდა.   სულ ახალი კურორტებია გოდერძი და მესტია“,-წერს ITB Berlin.


სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ციტატა.


„ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მიღწევაა, ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ ამ კურორტების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ზამთრის სპორტის დახვეწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.“


ITB Berlin-ის ჟურნალის ცნობით,  საქართველო 2023 წელს, ბერლინში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin“  მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება, ქვეყანა უკვე ემზადება მომავალი წლის გამოფენისთვის,  სადაც  საქართველოს ერთიანი საპრომოციო სტენდი განთავსდება, სადაც გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.

 

https://news.itb.com/topics/news/georgia-freestyle-ski/