გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში წითელას საყოველთაო გავრცელების ფაქტები დაფიქსირდა

3-07-2018

რუსთავში წითელას ინფექციის საყოველთაო გავრცელების ფაქტები დაფიქსირდა. ბოლო თვის მონაცემებით მოზარდებში ინფექციის გავრცელების 4 შემთხვევაა აღმოჩენილი, აქედან არცერთი მათგანი არ გართულებულა და პაციენტები უკვე გაწერილნი არიან ბინაზე. რაც შეეხება ბავშვებს, ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა, ზოგი მათგანი მკურნალობას ამ ეტაპზე რუსთავის კლინიკებში გადის. 
წითელას ინფექციის საქართველოში საყოველთაო გავრცელებამ და შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის განცხადებით წითელას შემთხვევები ყოველდღიურად 5-10 ერთეულით მატულობს, ინფექციით ორი ბავშვი გარდაიცვალა, რომელთაგან ერთი 1 წლამდე ასაკის იყო, ხოლო მეორე მოზარდი.
წითელა ძირითადად ვლინდება ბავშვებსა და 40 წელს ზემოთ პირებს შორის.

"ინფორუსთავი"