გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აშშ-ში ქართული ხელნაწერებისა და დამწერლობის გამოფენა გაიმართა

25-11-2022

საქართველოს გენერალური საკონსულოს, ქართული მემკვიდრეობის ფონდისა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, გენერალურ საკონსულოში გაიმართა ქართული ხელნაწერებისა და დამწერლობის გამოფენა.

 

გამოფენას, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ სან-ფრანცისკოში აკრედიტებული გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები, ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წევრები, კალიფორნიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გენერალურმა კონსულმა ლევან ბერიძემ და ქართული მემკვიდრეობის ფონდის ხელმძღვანელმა ლიანა ნიცეცკაიამ, რომლებმაც ისაუბრეს ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობაზე და მომავალი თაობებისთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემასა ა სამშობლოს მიმართ მჭიდრო კავშირის გაღრმავებაზე.

 

ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ რამდენიმე უნიკალურ ქართულ ხელნაწერს და მოესმინა ცენტრის წარმომადგენლის, ზურაბ სამარღანიშვილის პრეზენტაცია ქართული ხელნაწერების ისტორიაზე.