გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კლიმატის ახალი პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორის შესაძლებლობები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

25-11-2022

საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური დოკუმენტების - ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2021-2030  წლის სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის და გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

 

აღინიშნა, რომ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კერძო სექტორის ჩართულობას.

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორიალექსანდრე დარასი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი ესწრებოდნენ.


„კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია ყველა სექტორის ჩართულობა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხში კერძო სექტორის როლი მაქსიმალურად გაზარდოს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, EU4Climate პროექტის ფარგლებში ჩატარდა.