« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
3-07-2018
1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან, გორის, დუშეთის, ‘’ავაზის,’’ ‘’ჩოლოყაშვილის,’’ ‘’შავნაბადას’’ და 23-24-ე ბრიგადების ქვედანაყოფებთან ერთად, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი პირველი დარტყმა ზღვის მხრიდან შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილმა 2054 მიიღო. პირველივე შეტაკების დროს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, დაიღუპა ამ ნაწილის 19 მებრძოლი, მათ შორის, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ბადიაურის მკვიდრნი, კახა გიქორაშვილი და მამუკახატისაშვილი.1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან, გორის, დუშეთის, ‘’ავაზის,’’ ‘’ჩოლოყაშვილის,’’ ‘’შავნაბადას’’ და 23-24-ე ბრიგადების ქვედანაყოფებთან ერთად, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი პირველი დარტყმა ზღვის მხრიდან შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილმა 2054 მიიღო. პირველივე შეტაკების დროს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, დაიღუპა ამ ნაწილის 19 მებრძოლი, მათ შორის, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ბადიაურის მკვიდრნი, კახა გიქორაშვილი და მამუკახატისაშვილი.
19 გმირის სახელზე სოფ. ბადიაურში მემორიალური კომპლექსია აგებული. მიმდინარე წლის 2 ივლისს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვისბრძოლებში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ უწყების თანამშრომლებთან დასაგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობა“-ს წარმომადგენლებთან , დაღუპულთა ახლობლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად.
მინაწერს მემორიალზე: „დაიგვიანეს, აღარსად ჩანან“ - შვილის გამოჩენის იმედით, 25 წელია გაჰყურებს უგზო-უკვლოდ დაკარგული კახა გიქორაშვილისდედა, ქალბატონი ზინაიდა და არასოდეს დაიღლება ამ მოლოდინით.