გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში შესყიდვებში მონაწილე ავტომრეცხავი შავ სიაში მოახვედრეს

3-07-2018

გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, ,,ინდმეწარმე გ. დოიჯაშვილი" სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების გამო, შავ სიაში მოხვდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, ინდმეწარმე გორის უნივერსიტეტის მანქანებს არ რეცხავდა.

,,გორის უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი მოხსენებით ბარათის მიხედვით, ინდმეწარმეს შესრულებული აქვს მხოლოდ სამუშაოს მოცულობის 16%, ხოლო მარტის თვეში საერთოდ არც ერთი მანქანა გაურეცხია," - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

მომსახურება ითვალისწინებდა პერიოდს 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრამდე.

ინდმეწარმე გ.დოიჯაშვილს ანალოგიური სახის მომსახურება გორის უნივერსიტეტთან გასულ წლებშიც ჰქონდა დადებული. ასევე, შესყიდვების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პიროვნების ავტოსამრეცხაოში გამგეობის პერიოდში საბავშვო ბაღების გაერთიანების ავტომანქანებიც მიჰყავდათ.

"შიდა ქართლი"