გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ყოფილ გამომძიებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25-11-2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებელი დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 18 აპრილს, დაბა წყნეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და კანონის მოთხოვნის დარღვევით შეეცადა დაზარალებულის დაკავებას, რა დროსაც განხორციელდა გასროლა, რასაც დაზარალებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.


მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 116-ე მუხლის (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) პირველი ნაწილით წარედგინა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.