გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2023    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე: ყოველგვარი ქრისტიანულის, ზნეობრივისა და ადამიანურის წინააღმდეგ ბრძოლამ გამოიწვია ის საშინელი შედეგი, რომელიც ჩაიდინეს გარეწრებმა

27-11-2022

ზუსტად იგივე სჩადიოდნენ და სჩადიან ქვეყნის, ერის, სარწმუნოების მტერი ფსევდოლიბერალები, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, უბინძურესი მეთოდებით მიზანმიმართულად ებრძვიან ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამზადებენ ნიადაგს მისი განადგურებისათვის - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

 

გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ყოველგვარი ქრისტიანულის, ზნეობრივისა და ადამიანური წინააღმდეგ ბრძოლამ გამოიწვია ის საშინელი შედეგი, რომელიც ჩაიდინეს გარეწრებმა.

 

„როგორც ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ამზადებდნენ სოციალ-დემოკრატიის ცალკეული უბნელესი წარმომადგენლები, რომელთაც გარე ძალები აფინანსებდნენ, აქეზებდნენ და უმაგრებდნენ ზურგს, ზუსტად იგივე სჩადიოდნენ და სჩადიან ქვეყნის, ერის, სარწმუნოების მტერი ფსევდოლიბერალები, რომლებიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. უბინძურესი მეთოდებით მიზანმიმართულად ებრძვიან ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამზადებენ ნიადაგს მისი განადგურებისათვის. დიახ, ხოშტარიები, დარსმელიძეები, გირჩი-ზურაბები, ყორშიები, ჭიაბერაშვილები,....და სხვა მათი მაგვარი დაგეშილი ფინია ორფეხები ცხრამუხაში მომხდარი საშინელი ფაქტის შემდეგ ასმაგად აყეფდნენ და მომხდარში ეს ხატზე გადაცემულები საპატრიარქოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას ადანაშაულებენ! ამით იმის მიჩქმალვას სცდილობენ, რაც ამ ნეოტროცკისტებმა და მათვე მიერ მართულმა ნეოტროცკისტ "მებრძოლმა უღმერთო ტელევიზიებმა" ჩაიდინეს და სჩადიან უცხოური დაფინანსებებით წლების განმავლობაში!

 

შორს არ წავალთ, საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წლის აღდგომის ღამეს: ბუღაძეების, ჩერგოების, ხაბეიშვილების, დეკანოიძეების, თაბაგარების, გიგაურების, ბაიების და სხვა ათასგვარი პოლიტიკური და სულიერებისაგან დაცლილი ჯანდაბებისა და ჯარხანების მიერ ქრისტიანობისა და ეკლესიის ლაფში ამოსვრის უბადრუკი მცდელობა! როდესაც ეს ნეოტროცკისტები ახლა მათ მიერ ბღავილით "შესაწყალებელად" გამზადებული გვარამიას ტელევიზიიდან ამ უკანასკნელი ნაძირალასა და ერის მოძულის მეთაურობით საზიარებელ კოვზს, რომ სატლეკ კოვზს ეძახდნენ, ღვინოში ჩაფსმით იმუქრებოდნენ, სასულიერო მსახურებს წვერებიან თხევად მოიხსენებდნენ! და თავიანთი ჭკუით ქრისტეს რჯულს სამასხარაოდ, რომ იგდებდნენ! და თავწაჭრილი ხატებით "საზეიმო" მსვლელობებს, რომ აწყობდნენ! სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გარედან შემოსული დაფინანსების წყალობით 21-საუკუნის სწორედ ეს ნეოტროცკისტები თავიანთი ტელევიზიებით ამზადებდნენ იმის იდეოლოგიურ საფუძველს, რომ მომხდარიყო ის სატანისტური ფაქტი, რომელიც ხაშურის ეპარქიაში მოხდა! დიახ მათ მიერ ყოველგვარი ქრისტიანულის, ყოველგვარი ზნეობრივისა და ადამიანური წინააღმდეგ ბრძოლამ გამოიწვია ის საშინელი შედეგი, რომელიც ჩაიდინეს იმ გარეწრებმა! თუმცა ამ საცოდავებს ვერ გაუთავისებიათ და ალბათ ვერც ვერასოდეს გაითავისებენ სახარებისეულ სიბრძნეს: "ვინც ხმალს აღმართავს ხმლითვე დაიღუპება"! საზოგადოება კარგად ხვდება და იცის, რომ ეს უკანასკნელი გაბრძოლება- გაფართხალებაა კაცობრიობის ისტორიაში საუბედუროდ შემორჩენილი არსებული ამ უსაშინლესი ძალის!“ - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.