გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თსუ-ში დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

28-11-2022

ცნობილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, პროფესორები, სტუდენტები, სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმოამდგენლები და სტუმრები სვანეთიდან.

 

ღონისძიებაზე სვანეთის ისტორიული, ლინგვისტური და ეთნოგრაფიული საკითხები განიხილეს.

 

დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის ღვაწლზე, მის საერთო ქართულ საქმიანობაზე, ნაშრომებსა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ.

 

ეს იყო ადამიანი, რომელიც სვანეთში დიდი ილიას დავალებით ჩავიდა და დაიწყო იმ დიდი ქართული საქმის კეთება, რომლის შედეგებზე დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. თითქმის საუკუნენახევრის შემდეგაც მისი ნამოღვაწარი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ნაწერები, მისი ისტორიული, ეთნოლოგიური, ფოლკლორისტული  ჩანაწერები დღემდე  ინარჩუნებს დიდ მნიშვნელობას სვანეთის შესწავლაში.“

 

ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა აღნიშნა ბესარიონ უდიდესი როლი სვანეთის კულტურისა და ისტორიის კვლევაში.

 

ბესარიონ ნიჟარაძე არის დიდი ადამიანი, რომელსაც  სვანეთში დღესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იხსენებენ და ადიდებენ მის სახელს იმ დიდი ქართული საქმებისთვის, რაც მან ფოლკლორის, ეთნოლოგიის, ისტორიის და სხვა მიმართულებებით განახორციელა. მიხარია, რომ ჩვენი დედა უნივერსიტეტი მის ტრადიციაზე ზრდის ახალგაზრდა თაობებს.“

 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია.

 

„როგორც დეკანოზი ბესარიონი იყო დაინტერესებული სვანური ენის პოპულარიზებით, სვანური ენის შესწავლით, ასევე ვართ დაინტერესებული ამ საკითხებით ჩვენც.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზრუნავს  სვანეთის კულტურის შესწავლაზე, ამასვე აკეთებს სახელმწიფო. ასე რომ, ბესარიონ ნიჟარაძის საქმეები გრძელდება და დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თაობათა კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დადასტურება,“- განაცხადა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

 

,,დეკანოზი ბესარიონის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია მეცხრამეტე  საუკუნის მიწურულისა და მეოცე  საუკუნის დასაწყისის ზოგადად ქართული კულტურისათვის. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს 30-ზე მეტი მეცნიერი საქართველოს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და მუზეუმებიდან,-“ აღნიშნა თსუ პროფესორმაროზეტა გუჯეჯიანმა.

 

ბესარიონ ნიჟარაძემე- 19 საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საზოგადო მოღვაწეა (1852-1919). სასულიერო მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა სტატიებს თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანისა და სვანის  ფსევდონიმებით.

 

მისი წერილები და ნარკვევები მოიცავს სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს.

 

გამოქვეყნებული აქვს სვანური ხალხური ზღაპრების კრებული, სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. დიდია ბესარიონ ნიჟრაძის წვლილი სვანეთის კვლევის საქმეში.