გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს

4-07-2018

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის დედა შიმშილობს.

ეკატერინე ხუბუნაია ამტკიცებს, რომ მისი შვილი, 24 წლის დავით ნანავა, რომელიც 4 წლის წინ ყაჩაღობის მუხლით დააკავეს, ციხეში შეუსაბამო და მძიმე პირობებში იმყოფება. ამაში კი პატიმრის დედა ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.

მისივე მტკიცებით, ბრალდებულს ექიმის მეთვალყურეობაც სჭირდება. მოშიმშილე ქალბატონს შეხვდა ციხის უფროსი - თუმცა ხუბუნაიას მტკიცებით, მისგან არანაირი პირობა არ მიუღია.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პატიმრის დედა შიმშილობის გაგრძელებას აპირებს.

"რუსთავი2"