გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კონფერენცია „გარემოსდაცვითი განათლება და მდგრადი განვითარება“ გაიმართა

29-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია „გარემოსდაცვითი განათლება და მდგრადი განვითარება“ გაიმართა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელთაც პრიზები გადაეცათ.


„პირველ ადგილზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარიამ ფურცხვანიძე და ლალი ბალავაძე გავიდნენ, მეორე ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი კავთელაძემ დაიკავა, მესამე ადგილზე კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ინგა გოგნაძე გავიდა.


ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას გარემოსდაცვით საკითხებში, ასევე, აღნიშნულ პროცესში გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაძლებლობების წინ წამოწევას.


სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულმა მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა. მომხსენებლებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში გარემოსდაცვითი განათლების როლზე ისაუბრეს.


კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ფარგლებში ჩატარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.