« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
4-07-2018
ძლიერი სიცხეების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ გუშინ ისტორიულ პიკს მიაღწია.
„საქართველოს ელექტრო სისტემაში" აცხადებენ, რომ დაფიქსირდა 1 920 მეგავატის მოხმარება, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
„დაფიქსირდა 12%-იანი ზრდა. ყოველწლიურად ფიქსირდებოდა 5-6% ზრდა. არსებული ფაქტი თუ მომავალ წელსაც გაგრძელდება და ალბათ იქნება მსგავსი, ჩვენ შესაბამისად უნდა ავუწყოთ ფეხი და მივყვეთ ჭარბ მოხმარებას,“ -ამბობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი ლევან აიწურაძე.