გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ფოთის პირველ სკოლაში იმყოფებოდა

29-11-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი  „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით წარმატებით  მიმდინარეობს. მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მშობლიურ სკოლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები სტუმრობენ და  მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.


თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ქალაქ ფოთში, თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებსა და ამოცანებზე, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და პრივილეგიებზე, სამხედრო სამსახურის ფორმებზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე მიაწოდა ინფორმაცია და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სპიკერმა სამხედროებმა მოსწავლეებს თავდაცვის ძალების საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლებითა და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციები წარუდგინეს.


მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში დასავლეთის, აღმოსავლეთის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების, ასევე ეროვნული გვარდიის მოქმედი ჯარისკაცები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს ეტაპობრივად ეწვევიან და  ახალგაზრდებს ქართული ჯარის  შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად მიაწვდიან. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1301 სკოლაში ვიზიტია დაგეგმილი.


პროექტი „ჩვენი ჯარი“  თავდაცვის ძალების  წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.