გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში დასრულდა

30-11-2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე USAID-ის კარტოფილის პროგრამის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

 

ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა (CIP) საქართველოში სათესლე კარტოფილის წარმოების ინოვაციური 3G მიდგომა დანერგა, რამაც ქვეყანაში მეკარტოფილეობის სექტორის განვითარებას შეუწყო ხელი.

 

„მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა მაღალმოსავლიანი, დაავადებისადმი მდგრადი კარტოფილისშიდა მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ორიენტირებული იყო წარმოების რაოდენობის ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. USAID-ის  ხელშეწყობით, ფერმერებს მიეცათ საშუალება, გაზარდონ შემოსავლები, მოამარაგონ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები, განავითარონ რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი კარტოფილის სექტორი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

 

 „პროგრამა სრულდება, თუმცა ამ მნიშვნელოვან საქმეს გააგრძელებს ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. პროგრამამ მაღალი შემოსავალები მოუტანა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თემებში მცხოვრებ კარტოფილის ფერმერებს და მიგრანტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. პროექტი USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას მთელ ქვეყანაში.   ფერმერებს, რომელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, მოჰყავთ გაუმჯობესებული ჯიშის სათესლე კარტოფილი, რაც ღირებული მოსავალია და, ამავდროულად, იძლევა უკეთესი ხარისხის მოსავლის მიღების შესაძლებლობას“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია კაპლანმა.

 

ღონისძიებაზე საუბარი სათესლე კარტოფილის, როგორც საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორის წარმოების სამომავლო გეგმებს შეეხო.

 

პროგრამა, საერთო ჯამში, 4000-მდე ბენეფიციარს დაეხმარა, 2000-მდე ფერმერმა, სპეციალისტმა და სტუდენტმა კი მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო სახის შეხვდერებში.