გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გოგი წულაიამ ქუთაისის სასამართლოსთან ჩალა მიიტანა

4-07-2018

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პერფორმანსი მოაწყო და ადგილზე ჩალა მიიტანა. 
ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ნიშნად იმისა, რომ ქვეყანაში სამართალი ჩალით არის დახურული, სიმბოლურად სასამართლოში ჩალა მიიტანა და მათი უმოქმედობა ამგვარად გააპროტესტა. 
„ჩვენი პროტესტის მიზეზი ის უსამართლო გადაწყვეტილებები გახდა, რასაც ქართული სასამართლოების მიერ ვხედავთ. ამის მაგალითია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მცხოვრები მაყვალა დანგაძე, რომელიც მეოთხე წელია სამართალს ეძებს და ვერ უპოვია. მეოთხე წელია, საკუთარ მიწაზე გრანიტის უკანონო მოპოვებას აპროტესტებს და სასამართლო ჯერ არც დანიშნულა, ამიტომ მოვიტანეთ ჩალა და სიმბოლურად გადავხურეთ, რადგან ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული“, –განაცხადა გოგი წულაიამ.

"ინტერპრესნიუსი"