გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ქვეყანას ვერავის ავარევინებთ; ჩვენ გვთხოვენ, პოლიტიკურად სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის რომ ქვეყანა არიონ და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ

1-12-2022

რაც შეეხება თავად ორგანიზაციას ემპათია, ის პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა, აქედან გამომდინარე სანდოობა არის ნულის ტოლი. ჩვეულებრივად მიკერძოებულია ეს ორგანიზაცია,’’ - ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ემპათიის მიერ გავრცელებულ დასკვნაში არაფერი წერია კონკრეტულად იმ დაავადებების შესახებ, რომელიც სააკაშვილს აღენიშნება.

 

მისი განმარტებით უნდა იქნას კონკრეტულად მითითებული თუ რა დავალება აქვს ისეთი, რომელიც პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

 

,,რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას. რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ და ა.შ. თავად ჩამონათვალს რაც შეეხება, ეს ჩამონათალი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ პატიმარს, თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული სახის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები შეიძლება აღენიშნებოდეს ნებისმიერს. ამიტომ, ასეთი ჩამონათალი არაფერს არ ნიშნავს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ რა არის ასეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას. რაც, მაგალითად არა აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ და ამის ნაცვლად არის მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კომპანიები, არის პრინციპულად მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის რომ ქვეყანა არიონ და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ,’’ - განაცხადა კობახიძემ.